დაიხურა ქუთაისის ყველა საარჩევნო ოლქი, არჩევნებზე გამოცხადდა 73 813 მოქალაქე, რაც 47, 62%-ს უდრის. წინა არჩევნებთან შედარებით 6,5%-ით მეტი ჩართულობა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქუთაისის 59-ე საარჩევნო საოლქო კომისიაში შევიდა 18 საჩივარი, ყველა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის მდივანი ლარინა ლალიაშვილი აცხადებს.
25 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში...









