ქუთაისში, ნარკოლოგიური დისპანსერის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გვლესიანის ქუჩაზე მიმდებარე სახლის ნაწილზე გადავიდა, რომელშიც ახლა არავინ ცხოვრობს. ხანძარი ეკიდა სახლის სახურავის ნაწილს.
ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები.
შენობა წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შენობაში ნებისმიერ გავლელს შეეძლო შესვლა, ხანძარი კი აქ პირველი შემთხვევა არაა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. შენობა წლებია უფუნქციოდაა დარჩენილი.