ივლისიდან პური შესაძლოა 20-25 თეთრით გაძვირდეს. აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა მთავრობა ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება.
ფქვილის სუბსიდიის პროგრამას ვადა ამ თვის ბოლოს ეწურება. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა.
ფქვილის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ოპოზიციაში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით პურის ფასის დასტაბილურება ლარის კურსის შენარჩუნებით იქნება შესაძლებელი.
„პურის გაძვირება კატასტროფა იქნება ამ ქვეყნისთვის. ყველა ოჯახს შეეხება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მმართველ გუნდში მედიასთან აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პურის ფასის გაძვირების თავიდან ასარიდებლად ფქვილის სუბსიდირების 7-თვიანი პროგრამა განახორციელა.
წყარო : “https://dailyinfo.ge/.”