საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება. “მეგა ტვ” დაინტერესდა როგორია საწოლფონდის რაოდენობა იმერეთში და რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე ამ ეტაპზე.
“სულ იმერეთში საწოლფონდი შეადგენს 1 130 საწოლს, თავისუფალია 30-მდე თერაპიული საწოლი. სულ გვაქვს 11კოვიდ სასტუმრო, 523 ნომერი, საიდანაც თავისუფალია 230. იმერეთში ბინაზე 6 153 ადამიანი გადის მკურნლობას.” – განუცხადეს “მეგა ტვ”-ს იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში.
მონაცემები ასახავს 2 დეკემბრის მდგომარეობას, ციფრები შეიძლება ყოველ წუთს შეიცვალოს.