რამდენი ვინმეს წყალი ჩამოუვა სახლში ჩვენ რა შუაში ვართო – ასეთი პასუხი მიიღო მერიისგან მოქალაქე პაპუნა გიორგაძემ, რომელსაც 7 ნოემბერს ძლიერი წვიმის შედეგად ჩამონგრეულმა კედელმა სახლი დაუზიანა.
,,მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,მოკლედ, ასეთი მდგომარეობაა, წვიმების შედეგად ჩემს გვერდით სახლს ჩამოენგრა კედელი, რომლის ქვეშაც ჩემი სახლი მოყვა და ჭერი და კედლები ავარიული გამიხადა, განცხადება დავწერე მერიაში რომ მიმეღო დახმარება, თუნდაც ჭერის რეაბილიტაციაში, და ვითხოვე რომ ეს დახმარება წვიმებამდე აღმოეჩინათ, დღეს წვიმს და სრულიად დამილპო კედელი, ორ სართულიან შენობაში პირველ სართზეც კი ჩამოდის წყალი, მერიაში დავრეკე და საბინაოს გადაეცა თქვენი საქმეო, საბინაოში დავრეკე და ასეთი პასუხი მივიღე:
რამდენი ვინმეს წყალი ჩამოუვა სახლში ჩვენ რა შუაში ვართო. ასეთ შემთხვევაში, ხომ არ გაქვთ რჩევა რა უმდა გავაკეთო?
გარდა იმისა რომ მადლობა ვუთხრა ქუთაისის მერია ს, იმისათვის რომ ასე უსაფრთხოდ და დაცულას გვაგრძნობინებს მოქალაქეებს თავს?” – წერს სოციალურ ქსელში პაპუნა გიორგაძე.
შემთხვევა გაპონოვის ქუჩაზე 7 ნოემბერს მოხდა. კედლის ჩამოშლის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.










