მსოფლიოში უამრავი ბავშვია ჩართული შრომის ისეთ ფორმებში, რომელიც აფერხებს მათ ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასა და განათლების მიღების შესაძლებლობას. “ბიზნესპრესნიუსის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია რომ სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე ბავშვთა შრომის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. ერთ-ერთი უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი 40-დან 60 მილიონამდე იზრდება. პანდემიის პირობებში მსოფლიო მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წლის პირველ კვარტალში 20%-ით გაიზარდა; შედეგად, ბავშვები კიდევ უფრო მოწყვლადები გახდნენ ამ პრობლემის მიმართ.
მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ბავშვები ხშირად არიან დასაქმებულნი როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სექტორში; შესაძლოა, მუშაობდნენ შინამეურნეობებში, როგორც საკუთარ, ისე სხვის ოჯახში დამხმარეებად, დამლაგებლებად და ა.შ. საქართველოში არასრულწლოვანთა შრომის შესახებ ეროვნული კვლევები და სტატისტიკური ინფორმაცია მწირია. შეიძლება ითქვას, ეს საკითხი არსებითად ნაკლებად არის შესწავლილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის მონაცემებით, ბავშვთა შრომაში ჩართულთა რაოდენობა 5-დან 17 წლამდე მოსახლეობის 4.2%-ს შეადგენდა – საუბარია დაახლოებით 24 400 ბავშვზე, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა უმეტეს შემთხვევაში, ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას, სოციალურ განვითარებას და ხელს უშლის სწავლაში. ბუნებრივია, დღეს ეს რიცხვი მკვეთრად გაზრდილია.
მიუხედავად ამისა, Amnesty International-ის ბოლო მოხსენებამ გამოავლინა ბავშვთა შრომის არაერთი შემთხვევა, რომლებიც დაკავშირებულია მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორის Apple-თან, Samsung-თან და Microsoft-თან, ისევე როგორც რამდენიმე საავტომობილო მწარმოებელთან, როგორიცაა Volkswagen და Daimler AG. გაირკვა, რომ ბავშვთა შრომა უხეშად გამოიყენება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კობალტის მოსაპოვებლად, ელემენტი, რომელიც გამოიყენება ლითიუმ-იონური ბატარეების დასამზადებლად, რომლებიც ბევრ ტექნიკურ მოწყობილობაში გვხვდება.
მოხსენების ჩატარებისას Amnesty International-მა ჩაატარა გამოკითხვა ზემოთხსენებულ კომპანიებში და მიიღო თითქმის იდენტური პასუხი: Apple-მა და Microsoft-მა განაცხადეს, რომ ვერ ამოწმებენ, იყენებს თუ არა მათი პროდუქტები კონგოს კობალტს. იგივე თქვა Daimler-მა და განაცხადა, რომ მას არ შეუძლია გადაამოწმოს ასეთი ინფორმაცია “საავტომობილო მიწოდების ქსელების მაღალი სირთულის გამო”.
ბავშვთა შრომის სიხშირე შედარებით მაღალია ნეპალშიც, განაგრძეთ კითხვა










