ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დღის ცენტრად გადაკეთდება. როგორც მან აღნიშნა, დღის ცენტრი კვლავ ნინოწმინდის ტერიტორიაზე იქნება. ამ თემაზე მან მედიასთან სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
მეუფე იაკობი ასევე ამბობს, რომ საპატრიარქო ყველა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სახელმწიფოს ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
“სხვა ტერიტორიაზე მოხდება, თვითონ ნინოწმინდაში, რა თქმა უნდა. აქ იქნება დღის ცენტრი, გავაკეთებთ ყველაფერს. ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი და ვორლდვიჟენი. დაემატა სახალხო დამცველი. მე თავიდანვე ვთქვი, ყველა რეკომენდაციას და რჩევას გავითვალისწინებთ, უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ. ასეთი დაწესებულებები არის მოძველებული ფორმა”, – აცხადებს მეუფე იაკობი.
სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირას ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში, მეუფე იაკობთან ერთად, შევა. ამავე თემაზე:










