რადიკალური მოძრაობა “თალიბანი” აცხადებს, რომ ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანისა და ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰს ამნისტიას სთავაზობენ. ამის შესახებ პაკისტანურ ტელეარხს Geo TV თალიბების წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, სურვილის შემთხვევაში, ქვეყანაში დაბრუნება შეუძლიათ.
“ჩვენ აშრაფ ღანისა და ამრულა სალეჰს ვპატიობთ. ჩვენი მხრიდან ვპატიობთ ყველას გენერლიდან უბრალო ადამიანამდე”, – განაცხადა მან.










