დღეს, 24 ივლისს, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა. ქეთი 53 წლის გახდებოდა.
ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი 19:00 საათძე, პრესის სახლის შენობის გვერდით არსებულ სკვერში, ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრებიან.
ჟურნალიატი ქეთი ბერძენიშვილი ავადმყოფობის შემდეგ, 2023 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო რადიო “ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.










