უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამართველოს წარმომადგენლის სკიბიცკის მნიშვნელოვანი განცხადებები:
▪️ბელორუსის მხრიდან ახალი თავდასხმა კიევზე ნაკლებად სავარაუდოა, ისევე როგორც აქტიური ბრძოლები სამხრეთ უკრაინაში: ოკუპანტები დაიცავენ ყირიმს;
▪️დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონები მძიმე და გადამწყვეტი ბრძოლების მოლოდინში არიან;
▪️თებერვალ-მარტში რუსები შეეცდებიან გააკონტროლონ კუპიანსკი, სვატოვო, კრემენნაია ხარკოვის რეგიონის მიმართულებით. მთავარი ბრძოლის ველი დონბასში იქნება, ამას ბახმუტისა და სოლედარისთვის ბრძოლები ადასტურებს;
▪️როცა გაზაფხული და ადრეული ზაფხული უკან დაგვრჩება, შესაძლოა ომის დასრულებაზე დავიწყოთ საუბარი;
▪️რუსეთის ფედერაციაში თითქმის ყველაფერი მზად არის მობილიზაციის ახალი ტალღისთვის. ეს საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას შექმნას დამატებითი ბატალიონები თითოეულ პოლკში. თუ ადრე სამი იყო – იქნება ოთხი ან ხუთი;
რუსეთის ფედერაციას აქვს მაღალი სიზუსტის რაკეტების დეფიციტი: ისინი საკმარისია 2-3 მასიური დარტყმისთვის არაუმეტეს 80 რაკეტით. ბოლო დარტყმა იყო 30 რაკეტაზე ნაკლები;
▪️რუსეთის ხელმძღვანელობაში დიდი უთანხმოებაა: გერასიმოვი დანიშნეს, პრიგოჟინის მოხსნას ცდილობენ;
▪️პუტინს საუკეთესო დასავლელი ექიმები მკურნალობენ, ამიტომ ის დღემდე ცხოვრობს. რუსებს რომ ემკურნალათ, ყველაფერი უფრო სწრაფად დამთავრდებოდა. -წერს რამაზ გოცაძე.