პარასკევს, რუსეთის პრეზიდენტი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უზბეკეთში მოლაპარაკებებს გამართავენ, რათა განიხილონ ვაჭრობისა და სასუქების გაყიდვების საკითხები, – ამის შესახებ Al Jazeera კრემლზე დაყრდნობით წერს.
კრემლში აცხადებენ, რომ ორი ქვეყანა ენერგეტიკისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ოფიციალური განცხადების თანახმად, იგეგმება, განიხილონ ინდოეთის ბაზრის გაჯერების საკითხები რუსული სასუქებით.
„უპირველეს ყოვლისა, განხილული იქნება ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ორმხრივი სავაჭრო ნაკადების გაძლიერებისკენ. 2022 წლის პირველ ნახევარში სავაჭრო ბრუნვამ 11,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 120 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით“, – წერია კრემლის განცხადებაში.









