ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს ნორმალური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო.
„პუტინი ადამიანია, რომლის სინდისზეც არის ეს საშინელი დანაშაულებრივი ომი. ის არის დამნაშავე და, როგორც დამნაშავემ, მან უნდა გადაიხადოს საფასური. ამიტომ, ჩვენთვის შეუძლებელია პუტინთან ნორმალური ურთიერთობებისკენ დაბრუნება.“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.