“რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ხდება თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათი პოზიციის გარჩევა და სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფა. უმნიშვნელოვანესია ყველას ესმოდეს, რომ რუსი ოლიგარქისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, დამატებით იმ ადამიანების დაპირისპირება, ვინც რეალურად საერთო ღირებულებებზე და ერთ მხარეს ვართ, დიდი შეცდომა და დანაშაულია. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გავითვალისწინოთ ერთმანეთი და პუტინისტებს ნუ მივცემთ დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს. ყველაჟურნალისტს აქვს უფლება ჰქონდეს მისი პოზიცია, იყოს კრიტიკული და დასვას ყველა ის კითხვა, რაც აქტუალურია და აინტერესებს” | ლევან ხაბეიშვილი
“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...










