რუსთაველი კახაბერ კობერიძეა. მან გამოიგონა სახლი, რომელიც ცუნამს უძლებს და ევროპის საპატენტო სამსახურიდან, პატენტის მოწმობაც მოიპოვა.
“შევქმენი სახლის პროექტი, რომელიც განკუთვნილია მოსახლეობის დასაცავად ცუნამის კატარსტროფის დროს. მას შეუძლია დაიცვას ადამიანები ცუნამის მოვარდნისაგან, 20-30 მეტრის და მეტი სიმაღლის ტალღებისგან. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ვარ და გამომგონებლობაზე არასდროს მიფქრია, მქონდა ერთი ჩვევა, რამაც გამომგონებლობისკენ მიბიძგა – ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა ადვილად გამომდიოდა. ჩემი პირველი გამოგონება იყო კვალის ამრევი ტაქტიკური ფეხსაცმელი, რომელიც საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო.”-ამბობს ის
წყარო: inforustavi.ge












