LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

დაპოსტა 2025/11/28-ში
34
ნახვა
გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე წლით შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, პროტესტის ერთწლიან პერიოდში, დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი – 2024 წლის ბოლო 1 თვეში.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში, საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა.

„ერთწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმების, ცრემლსადენი აირის სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათეულობით ჟურნალისტსა და ოპერატორს. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ დაშინებას, დამცირებასა და დისკრედიტაციას. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტექნიკა დაუზიანეს ან/და ჩამოართვეს არაერთ ჟურნალისტს.

ამ მხრივ, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ე.წ. ტიტუშკები და სამართალდამცველები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. მაგალითად, 2024 წლის მიწურულს, პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში, სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა. მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდა.

საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა დღემდე გამოძიებული არ არის და არც დამნაშავე პირები არიან პასუხისგებაში მიცემულნი. მსგავსი დანაშაულებისადმი სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან აშკარა გულგრილობა, ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, ჯეროვანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესში არ არის და ეს კანონგარეშე ქმედებები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებული იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციად იქცა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვმაც შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მედიის 26 წარმომადგენელი დააკავეს, მათგან ნახევარზე მეტი, ბოლო 1 თვეში ადმინისტრაციული წესით – ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. განსაკუთრებით საგანგაშოა 2025 წლის იანვარში, ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი წესით უკანონოდ დაკავება და მისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში ამაღლობელს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეერყა. უფლებადამცველების განცხადებით, მისი მხედველობა „საგანგაშო ნიშნულზეა“. ჟურნალისტების მასობრივი დაკავება და მათი ამ ფორმით დევნა „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და სრულად გაქრობაა.

კიდევ ერთი მავნე ტენდენცია, რაც ერთწლიანი საპროტესტო ციკლის პერიოდში გამოვლინდა, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაა. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 40-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთწლიან უწყვეტ საპროტესტო ციკლში, კრიტიკული მედიისთვის შექმნილ მრავალმხრივ მტრულ გარემოს, თან სდევდა სხვადასხვა რეპრესიული კანონით მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვაც, იქნებოდა ეს კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის კიდევ უფრო გაზრდა, მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ) სარჩელები, თუ დაფინანსების წყაროების გადაკეტვა. სწორედ ფინანსური რესურსების სიმწირის გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 20-მდე რეგიონულმა მაუწყებელმა. ასევე, 2025 წლის მაისში დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხი“. ამავე პერიოდში, არ შეწყვეტილა მმართველი გუნდის ლიდერებისა და მათი პროპაგანდისტული არხების მიერ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის კამპანიაც. მაგალითად, 23 ნოემბერს, პროსამთავრობო „იმედმა“ ვრცელი მადისკრედიტებელი სიუჟეტი მიუძღვნა 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებასა და გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელს, სადაც ისინი „უცხოური სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ქსელად“ წარმოაჩინა და ქვეყანაში არეულობის წახალისებასა და ღალატში დაადანაშაულა.

მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია ერთგულად დგას ხალხის სამსახურში და სრულყოფილად ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აფასებს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში და მადლობას უხდის თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისა და პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულებისთვის. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომლის მთავარი გარანტიც ხელისუფლების გავლენებისგან დამოუკიდებელი მედიაა. ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედია დღეს განადგურების საფრთხის წინაშეა. დამოუკიდებელი მედიის გაქრობა საბოლოოდ დაასრულებს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანას დიქტატორული მმართველობის რელსებზე გადაიყვანს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
10
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
19
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
16
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
27
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
349
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
261
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
124
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.4k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
758
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება

იანვარი 28, 2026
296
მთავარი

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».