LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროსტიტუცია შემოსავლის იოლი წყარო თუ ცხოვრების უმძიმესი გზა?

პროსტიტუცია შემოსავლის იოლი წყარო თუ ცხოვრების უმძიმესი გზა?

დაპოსტა 2020/09/22-ში
A A
873
ნახვა
გაზიარება

არალეგალური საქმიანობა – შემოსავლის იოლი წყარო თუ ცხოვრების უმძიმესი გზა? უნდა იყოს თუ არა პროსტიტუცია ლეგალიზებული და მთავარი კითხვა ვინ დგას არალეგალური პორნო-ინდუსტრიის უკან, ვინ მფარველობს ამ ბიზნესს.

ამ პრობლემით ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხარებელმა საზოგადოებას მიმართა :

,,მოგესალმებით. ერთ მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო და მეტად საინტერესოს, აქვე მინდა შესაბამისად ამ საკითხის მაკონტროლებელი ფეის გვერდებიც მოვნიშნო, (ან თუ აკონტროლებენ საერთოდ) ეს ბევრისთვის ტაბუ დადებული თემაა და მასზე ლაპარაკსაც ერიდებიან, მაგრამ ფაქტია რომ პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, შესაბამისად კონტროლზეც არ არის აყვანილი, მინდა შევეხო ინტერნეტ მამაშების თემას დიახ ინტერნეტ მამაშების, მოგეხსენებათ არის რამოდენიმე საკმაოდ ცნობილი ქართული საიტი ამ კუთხით, სადაც მამაკაცმა ფასიანი ქალი შეიძლება მოიძიოს (https://kama.ge/.https://escorthub.ge/ka…https://ero.ge/) და მრავალი სხვა სამომხმარებლო საიტი ამ კუთხით, აღნიშნულ საიტებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მიახლოებით სამი ათასი სექსმუშაკი ქალია გაწევრიანებული, რომლებიც ვი-აიპის სანაცვლოდ აღნიშნული საიტების ადმინისტრაციას დაახლოებით ასიდან 250 ლარამდე უხდიან თვეში, სპეციალურად შექმნილ ანგარიშებზე, მათ თვითონვე შექმნილ დებულებაში უწერიათ, რომ ისინი პასუხს არ აგებენ საიტზე დადებული განცხადების შინაარსზე, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა თუ დარეგისტრირდი სხვა მიზნით -გიკავშირდებიან და გიშლიან გვერდს. ის ფული რაც ამ ინდუსტრიაში ტრიალებს არის თუ არა უკანონო ბიზნესი? სად ჩადის ან სად ილექება? არც თუ ისე პატიოსანი ადამიანის ჯიბეებში. ვინ დგას ამათ უკან და ვინ მფარველობს საიტების ადმინისტრატურას? მათ უკანონო საქმიანობას? თუ ვერ ამჩნევთ ნეტავ?”

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა   :

-თვითინ მაგ კანონის დამწერი და შემსრულებელი პირები სარგებლობენ არალეგალური პროსტიტუციით და ვინ აღასრულებს კანონს? მე სრულად ვიზიარებ პარტია ,,გირჩის“ პათოსს პროსტიტუციასთან დაკავშირებით, ამდენი ბინძურად დამალული სუტინიორების ნაცვლად აჯობებს მოხდეს ლიბერალიზაცია ამ კანონის რადგან არ იყოს ისეთი ფაქტები როგორიცაა ნების საწინააღმდეგოდ ჩათრევა, არასრულწლოვნების ჩათრევა და ძალადობა მათზე, ასევე იყოს კომისია რომელიც გააკონტროლებს როგორც მათ უფლებებს ასევე სამედიცინო კუთხით, რადგან პროსტიტუცია ერთერთი მთავარი გამავრცელებელია ვენერიული დაავადებების ნარკომანიასთან ერთად. ასე რომ ჩემი აზრი ასეთია.

 

– არანაირი გამართლება არა აქვს სიტყვებს „ გაჭირვებამ მაიძულა“ <ოჯახის, შვილების გამო ვაკეთებ ამ საქმეს.“ . მანდილოსანს სულში აქვს მიდრეკილება და აღვირსაც იხსნის. მამაკაცთა მოდგმასაც მეტი არ უნდა!

 

-ლეგალური უნდა გახდეს როგორც სხვა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია ისე.

 

-რაიმეს აკრძალვას აზრი არა აქვს, მაგრამ იტალიაში აკრძალულია ქუჩაში დგომა, გახადონ ლეგალური ოფიციალურად და ქუჩები უნდა გასუფთავდეს აუცილებლად.

 

-საერთოდ ვერ ვხვდები რატომაა არალეგალური?!

 

-სხვა გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება თავის სარჩენი. მაგრამ მაგით უფრო მეტ ფულს აკეთებენ ვიდრე სხვა სამსახურში და მუშაობენ.

 

-მე სექსი ვისათან მექნება და სანაცვლოდ მისგან რას მივიღებ ვისი რა საქმეა , ყველამ ჩვენსას რომ მივხედოთ კარგიიქნება, მაგრამ ასე ამ ,,სიამოვნების”  საქმედ და ბიზნესად  გადაქცევა ცოტა არ იყოს არ არის კარგი.

 

-ჩემი საქმე არაა ვინ სულს გაყიდის ან სხეულს, მაგრამ აპელირება იმაზე რომ ,,უჭირს და რა ჰქნას” აბსოლუტურად ვერ მისაღებია ჩემთვის. ალბათ ფულის შოვნის იოლ ხერხს მიაგნეს .

ეგენი ბევრ პატიოსან საქმიანობას ითაკილებენ და ისევ ცირკთან დადგებიან.

 

შეგახსენებთ , რომ პროსტიტუციის ხელშეწყობას არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, გარკვეულ შემთხვევებში კი ვადით სამიდან ექვს წლამდე.

გაზიარება349

დაკავშირებული -პოსტები

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ადვილად შეძლებთ კოლეგებისა და პარტნიორებისგან თანხმობის მიღწევას, მაგრამ ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომლის შესრულებაც შემდეგ გაგიჭირდებათ.     კურო   მოიწყვეთ მყუდრო გარემო და განიტვირთეთ. თუ მარტო ხართ,...

დაწვრილებითDetails

93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.   პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
გარდაიცვალა გიული ცხადაძე
მთავარი

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს...

დაწვრილებითDetails

კურსებში დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 
მთავარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა....

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ  646`509 ლარი გამოყო.  NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...

დაწვრილებითDetails

“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში
მთავარი

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 26 წლის სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ტრან­სპორ­ტი მო­ცურ­და...

დაწვრილებითDetails

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"