ესპანეთში შაკირას წინააღმდეგ გამოძიება 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, გამოძიებას აქვს სრული საფუძველი პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე შაკირას წინააღმდეგ.
შაკირას განცხადებით ის გადასახადს არ იხდიდა, რადგან არ ცხოვრობდა ესპანეთში. მისი თქმით, იმ პერიოდში ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა.
მაგრამ საგადასახადოს ინსპექტორები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი თქმით იმ პერიოდში შაკირამ წელიწადში 183 დღე გაატარა ესპანეთში, შესაბამისად მას სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაოდენობის გადასახადი.