არჩევნებიდან 3 დღის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დევალვაციის ახალ ნიშნულს მიაღწია. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარი და 15 თეთრია.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია არ გამორიცხავს, რომ პროდუქტებზე ფასები გაიზარდოს.
“ლარის კურსი არჩევნებამდე იყო ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული, ამას ვგრძნობდით და უკვე არჩევნების დღიდან დაიწყო გაუფასურება. სავარაუდოდ, სახელისუფლებო გუნდი შეეცდება, რომ მე-2 ტურამდე მაინც დაიჭიროს გარკვეულწილად, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ კვლავ ველოდებით კურსის გაუფასურებას.
Rustavi2.ge
გამოიწვევს პროდუქტებზე ფასების ზრდას, როგორც ვხედავთ, ინფლაცია მომატებულია. 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი მოითოკება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები გაიაფდება,”- აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ლარის გაუფასურების მიზეზად ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ასახელებს.
“მაკრომაჩვენებელი რომ ავიღოთ, საგანგაშო გაუარესება არ გვქონია, ერთადერთი, რაც გვქონდა და რასაც შეიძლება ლარზე ჰქონოდა პირდაპირი გავლენა, ეს პოლიტიკური არასტაბილურობის უფრო გაღვივებაა, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან. როგორც კი ეს პროცესი დალაგდება, აუცილებლად ამ კუთხიდან ლარზე შეტევა ნამდვილად არ იქნება,”- აცხადებს ვახტანგ ჭარაია.










