LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხარაგაულში სტიქია სულ უფრო და უფრო ძლიერდება

პრობლემა შესაძლოა, უფრო გამწვავდეს. ხელოვნურად ამას ვერ გავაჩერებთ – ნინო ჩხობაძე ხარაგაულზე

დაპოსტა 2025/09/25-ში
A A
86
ნახვა
გაზიარება

„საკმაოდ რთული მდგომარეობაა ხარაგაულში. ვფიქრობ, რომ ადგილზე ეს პროცესი [მეწყერი] გაგრძელდება“, – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ხარაგაულში, სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავაც აქტიურია. მიწის ნაპრალების გაფართოების, საცხოვრებელი სახლების განადგურებისა და მომატებული საფრთხის გამო, მოსახლეობის ნაწილმა სოფლები უკვე დატოვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე პროცესები მოკლე დროში განვითარდა. ერთი ვარაუდით, პროცესები ბუნებრივი ტექტონიკური მოძრაობის შედეგად განვითარდა. მეორე ვერსიით კი, საქმე გვაქვს ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი მოვლენების თანხვედრასთან. ჯერჯერობით მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.

„საკმაოდ რთული მდგომარეობაა ხარაგაულში. ვფიქრობ, რომ ადგილზე ეს პროცესი [მეწყერი] გაგრძელდება. ბევრს შესაძლოა, არ უნდოდეს, რომ მიზეზი დაინახოს, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოწვეული ადამიანის ქმედებებისა და ბუნებრივი პროცესების თანხვედრის. საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივყავართ პროცესებს. საკმაოდ რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე ხარაგაულში. შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებულია იმ პრობლემებისგან, რასაც ვხედავთ ზოგადად კავკასიონზე და აჭარა-თრიალეთის ქედზე.

ხარაგაულში მიმდინარე პროცესები საჭიროებს სერიოზულ შესწავლასა და შეფასებას. მინდა ყველა დეველოპერი გავაფრთხილო, არ აქვს მნიშვნელობა ეს სახელმწიფო იქნება თუ კერძო კომპანია – სანამ დავიწყებთ რაიმეს დაგეგმვას და აშენებას, იქნებ მივუბრუნდეთ ტერიტორიის სერიოზულ შესწავლის საკითხს, რადგან დღეს რომ არ მოდის ნალექი და არ არის ადიდებული მდინარე, ხვალ შესაძლოა ეს პრობლემა გახდეს აქტუალური. დიდი მდინარეები გვაქვს, ყველგან არის პრობლემები და საქართველოში ყველგან მეწყრული პროცესები არის დაძრული“, – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.

როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, საჭიროა ადგილზე პროცესების დეტალური შესწავლა და კონკრეტული მიზეზების დადგენა.

„მიზეზები ზუსტად არ ვიცით, არსებობს ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს არასწორი მშენებლობის შედეგად ან ტექტონიკით. ორი მიზეზი სახელდება ამ ეტაპზე, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი შესწავლა და დაკვირვება. ფაქტი ერთია – პროცესი დაწყებულია და პროცესი იზრდება, იქნება უფრო მძიმე. მე რამდენადაც ვიცი ორ სოფელზეა გადასული მეწყერი ჯერჯერობით, მაგრამ არეალი იზრდება, ორი სოფელიც კი ბევრია.

რამდენადაც ვიცი, ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები. მუშაობს კერძო კომპანიაც, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიქირავა, ისინი აფასებენ ზიანს, მაგრამ სპეციალისტები მუშაობენ და იციან, რომ პრობლემა შესაძლოა, უფრო გამწვავდეს. ხელოვნურად ამას ვერ გავაჩერებთ. ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ რა ხდება. ნურავის ნუ უკვირს, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ეს არ ფიქსირდებოდა, წელს ეს პროცესები ფიქსირდება, რადგან ბოლო პერიოდში უფრო მეტი და მეტი გამოვლინება აქვს მეწყერსაშიშ უბნებს და უფრო მეტი ასეთი უბანი ემატება საქართველოს“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნინო ჩხობაძემ.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"