აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
კრამერის თქმით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.
“საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყეს მომხდარს. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს”, – ამბობს დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” საუბარში.