„ეს აშშ-ს უფრო მეტად დააზარალებს. ეს ანტისამშვიდობო პოზიცია მთელს მსოფლიოზე იმოქმედებს. მეტი ადამიანი დაიღუპება, გაიზრდება მატერიალური ზარალის რაოდენობაც,“ – განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ტრამპმა განაცხადა, რომ „თალიბანის“ ლიდერებთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ მიერ მოწყობილი თავდასხმების გამო, რამაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მან მოლაპარაკებები ჩაშალა.
აშშ-სა და და თალიბანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი ავღანეთიდან 5 400 სამხედროს გაიყვანს.