LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დროა დაიწყოს მოლაპარაკებები რიგგარეშე ­არჩევნების ჩატარებაზე- ელენე ხოშტარია

,,პრეზიდენტის მიერ პრობლემების აღქმა და ძიების გზები არის სწორი”- ელენე ხოშტარია

დაპოსტა 2021/12/22-ში
A A
129
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას შეხვდა. როგორც ხოშტარიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტს აქვს ძალიან სწორი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი, ასევე რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას. მისი შეფასებით, პრეზიდენტი გულწრფელად ეძებს გამოსავალს არსებული პოლარიზაციის დასაძლევად.

თავად ხოშტარია აცხადებს, რომ მისთვის ამ პროცესში ცენტრალური საკითხი მართლმსაჯულება იქნება.

„ამ შეხვედრის მერე ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა, იმიტომ, რომ ის, რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს.

ჩემი აზრით, მას პროცესის ხედვა აქვს ძალიან სწორი, როგორც სირთულეების, ასევე, რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი. ცხადია, მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თავად რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პოლარიზაციის დაძლევა და ეროვნული თანხმობა როგორ შეიძლება იყოს მიღწეული, ესეც იქნება საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის მუშაობის შედეგი და ეს მგონია ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება პოლიტიკურ სპექტრს შორის.

ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები და ერთადერთი ინსტიტუციური გარანტია, რომ არავის მიმართ არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და რომ ჩვენ გვექნება სამართლიანი გარემო, რომ დანაშაულს ერქმევა დანაშაული, რომ შურისძიება იქნება დაუშვებელი, რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული, რომ ოჯახები არ დაიჩაგრებიან იმის გამო, რომ არ ჰყავთ ნაცნობები – ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და ამ სისტემის გამართვის გარეშე, პრაქტიკულად, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება სამართლიანი.

ამიტომ, ჩემთვის ეს იქნება ცენტრალური თემა ამ პროცესში. ამის ერთ-ერთი კომპონენტი არის სააკაშვილის საკითხი და ეს არის აუცილებლად მოსაგვარებელი. რა ფორმით, როგორ, ზოგადად როგორ გადაიჭრება მართლმსაჯულების საკითხები, ამ ფორმას მე არ ვარჩევ, ეს უნდა იყოს შეთანხმების საკითხი.

მე შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, რომელიც არ იქნება იმიტაცია, არ იქნება მოჩვენებითი, არ იქნება ყალბი, ყველა ეტაპზე მზად ვარ, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რომ პრეზიდენტის მიერ პრობლემების აღქმა და ძიების გზები არის სწორი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.   მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ...

დაწვრილებითDetails

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება
მთავარი

ხონის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ჩხეიძემ ლიეტუაში, LCC- საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან 20%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გლობალური ბიზნესი და საზოგადოებრივი ჩართულობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღეს ჯობს გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებულ გეგმას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"