ამ საღამოს ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. პრეზიდენტის და მისი ხალხის გმირობა საკუთარი ქვეყნის დაცვაში შთამაგონებელია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი წერს.
მისივე განმარტებით, რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს დიპლომატიურად და ფინანსურად.
„ჩვენ ნათლად ვამბობთ – რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს დიპლომატიურად და ფინანსურად. მე მივესალმები მზარდ მზაობას რუსეთი გავრიცხოთ SWIFT-დან, – აღნიშნავს ჯონსონი.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ინფორმაციით ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გამოთქვა მზაობა მხარი დაუჭიროს რუსეთის ფედერაციის SWIFT საგადასახადო სისტემიდან გარიცხვას.










