თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს განახლდა სასამართლო პროცესი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე, რომელიც “რუსთავი-2”-ის ეპიზოდს, კონკრეტულად კი “პორშეს” შეძენაზე, რითაც, თითქოსდა, სამაუწყებლო კომპანია დაზარალდა.
ნიკა გვარამია მედიასთან საუბარში ამბობს, რომ “პორშე” არ შეუძენია, რადგან “შეძენა ნიშნავს საკუთრებაში გადასვლას”.
“ხალხნო, “პორშე” რომ “რუსთავი-2″-ის ხარჯზე მდომოდა, პრემიად გამოვიწერდი”, – თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
დღევანდელ არსებით განხილვაზე “თეგეტა მოტორსის” წარმომადგენლებს დაკითხავენ.










