ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პორტუგალიაში ერთ-ერთი ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია. გაქცეულები 61-დან 33 წლამდე პირები არიან, მათგან ოთხის მიმართ “უსაფრთხოების სპეციალური ზომები” მოქმედებდა. ციხე, საიდანაც პატიმრები გაიქცნენ “მაღალი უსაფრთხოების” მქონეა, მას სხვა დაწესებულებებთან შედარებით მაღალი კედლები აქვს.
შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ გაქცეულებს გარედან აღმოუჩინეს დახმარება, რაშიც სამი ეჭვმიტანილი იყო ჩართული, მათ გამოიყენეს კიბე და თოკი, ოპერაციაშ ასევე ორი მანქანა მონაწილეობდა.
მედია წერს, რომ გაქცეული ქართველი გვარად შერგილ ფარჯიანი, 40 წლის კაცი, რომელიც 5-წლიან სასჯელს იხდიდა. მასთან ერთად გაქცეულები არიან ორი პორტუგალიელი, ბრიტანელი და არგენტინელი.
ციხის დაცვის კორპუსის ეროვნული კავშირის პრეზიდენტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ გაქცეულები უკიდურესად საშიშები არიან და თუ მათ შენიშნავენ, მიმართონ ხელისუფლებას.









