ლიეტუვისა და პოლონეთის ქალაქებს სარკისებრი „პორტალები” ერთმანეთთან რეალურ დროში აკავშირებს.
„პორტალების“ შექმნის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ხალხის ერთმანეთთან დაკავშირებაა.
ინსტალაციები დიდი ეკრანის, კამერისა და ინტერნეტკავშირის საშუალებით მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში დაინახონ, რა ხდება პარალელურ ლოკაციაზე.
„პორტალები“ VGTU „LinkMenų fabrikas“ ცენტრის ინჟინრებმა შექმნეს. მათი დიზაინის შექმნას და შემდეგ მშენებლობას 5 წელი დასჭირდა.
გუნდი, რომელმაც ეს ინოვაციური გამოგონება შექმნა, გეგმავს, რომ მომავალში გლობალური კოლაბორაციისა და ჰარმონიის შესაქმნელად, მსგავსი პორტალებით კიდევ ბევრი ქალაქის დაკავშირება მოხდეს.
„პორტალი“ ვილნიუსში ქალაქის მატარებლის სადგურთანაა განთავსებული, ხოლო ლუბლინში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.