პოლონეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 34 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულადმაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, – შესაბამის მონაცემებს პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობა ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით ახალი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს. ქვეყანის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილებისა და სასუნთქი აპარატების დეფიციტია.
ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში კიდევ 520 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პოლონეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 154 821 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ვირუსს 50 860 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.