პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და სავარაუდოდ, დღეს, 22 მაისს, უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
Polska Times-თან თავის ბოლო ინტერვიუში დუდამ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კიევისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებით უნდა დასრულდეს. ამას მას უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი უწოდა პოლონეთის უსაფრთხოებისა და ამ ქვეყნის, როგორც უკრაინის მეზობლის მომავლისთვის.
დუდამ ასევე აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პოლონეთის ლიდერის თქმით, ომის პირველ დღეებში, შიშობდა ზელენსკის სიცოცხლის გამო, ამიტომ მათი საუბრები იმ დღეებში ყოველდღიური იყო.
ანდჟეი დუდა უკრაინაში ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 23 თებერვალსაც იყო, რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, ქვეყანას 13 აპრილს სტუმრობდა.