LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პოლიტიკურ ვაკხანალიაში გადარჩენილი დამოუკიდებელი მედია უწყლოდ დარჩენილი თევზივით სულს ღაფავს

პოლიტიკურ ვაკხანალიაში გადარჩენილი დამოუკიდებელი მედია უწყლოდ დარჩენილი თევზივით სულს ღაფავს

დაპოსტა 2019/09/23-ში
A A
146
ნახვა
გაზიარება

რატომ არ აქვს დამოუკიდებელ მედიას მხარდაჭერა?
რატომ ცდილობენ ცალკეული მედია საშუალებები პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ყოფნას?

არ ვუწოდებ ამ კითხვებს რიტორიკულს, რადგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია დემოკრატიის მშობელია, დემოკრატია კი თავის თავში მოიცავს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და საყოველთაო კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არის გასაღები იმ ჯადოსნური ცხრაკლიტულისა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა გამოკეტეს ბნელი 90-იანების შემოქმედებმა.

მოლოდინი , რომ 21-ე საუკუნე საქართველოსათვის იქნებოდა გარღვევა დემოკრატიის გზაზე არ გამართლდა.   ვერც მან ვერ გაამართლა, ვინც ხალხი წინამორბედთა ტირანიაში დაარწმუნა. თითქმის ყველა ხელისუფლების ხელწერა მედიასთან მიმართებაში ერთგვაროვანია და  გარდაუვალი მარცხის მომასწავებელი. მარცხის, არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური სპექტრის, კლანის, ინტერესთა ჯგუფისათვის, არამედ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის.

მედიის მარწუხებში მოქცევის, გაკონტროლების , ცენზურის დაწესების უარყოფითი ზემოქმედება უპირველესად, ადამიანთა თავისუფლების, განვითარების მისწრაფებათა სურვილზე აისახება. ზღუდავს მას და შედეგად ჩნდება მართული, უიდეო, დამონებული საზოგადოება, რომელიც ახალსა და ღირებულს ვერაფერს ქმნის. ინტელექტი გაედინება იქ, სადაც, თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობაა.

რატომ არ აქვს დამოუკიდებელ მედიას მხარდაჭერა? იმიტომ, რომ ხელისუფლებას  სუფთა ველი სურს ძალაუფლებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმავალ გზაზე. იგი გადამხდელების გადასახადებიდან აფინანსებს მისთვის სასურველ მედიას, ქმნის პროპაგანდისტულ იარაღს და მასებზე საკუთარ გავლენებს აძლიერებს. შესაბამისად, მცირდება საზოგადოებრივი კონტროლი, იზრდება ცენზურა და თვითცენზურა.

მედიის მაკონტროლებელთა ფინანსური მდგრადობა და კეთილდღეობა, გაცილებით მეტია, ვიდრე უმეტესი მედია ორგანიზაციების ფინანსური სიძლიერე და როცა რეგულირებაზე მიდგება ჯერი, პინა ყოველთვის ფინანსური კეთილდღეობის წყაროსკენ ანუ ხელისუფლებისკენ გადაიხრება, რომელსაც ხალხმა სახელმწიფო ყულაბა ჩააბარა. ამიტომაცაა  რეგულირება ხელისუფლების ხელში და ვერანაირი დათქმა დამოუკიდებლობის ხარისხს ვერ ზრდის.

დამოუკიდებელი მედია ბევრად საშიშია არასახემწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური პარტიებისათვის, რადგან იგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, საზოგადოების, ხალხის მოკავშირეა. ამიტომაც,  მათ მიმართ იმ საზოგადოების აგრესიას ვერ მიმართავ, როპმელმაც კარგად იცის, რომ იგი მისი ინტერესის დამცველია. პოლიტიკურ ძალის მიმართ კი  განსხვავებული ხედვისა და დამიკიდებულების ადამიანს უარყოფითად ყოველთვის განაწყობ და ეს განწყობა ამ პოლიტიკური ნიშის მატარებელ მედიაზეც გადადის.

ჩემი შეცნობით,  პოლიტიკოსთა ფართო სპექტრისათვის პოლიტიკური ნიშისა და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მყოფი მედია ორგანიზაციები უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე დამოუკიდებლები. ეს არის მიზეზი  ცალკეულ პოლიტიკურ სპექტრთან მედია ორგანიზაციების გაიგივების მუდმივი მცდელობისა. ამ უთანასწორო ბრძოლაში მედიაშიც იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტიქტი (ან ყველა როდია პასუხისმგებლიანი მედია)  და ისიც, ამა თუ იმ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მოიკალათებს.

შედეგად, ქვეყანაში გვაქვს პოლარიზებული მედია და პოლარიზებული საზოგადოება, სადაც მოგებული მუდმივად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტ ელიტა, თუ ცალკეული კლანისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრები არიან. ამ პოლიტიკურ ვაკხანალიაში გადარჩენილი დამოუკიდებელი მედია, უწყლოდ დარჩენილი თევზივით სულს ღაფავს და ჯიუტად ცდილობს პრინციპებსა და საზოგადოების ინტერესებს უერთგულოს. სტრატეგიული პარტნიორების გამოცდილება გაიზიაროს. დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ყოველი თეთრი მიზნობრივად დახარჯოს და იქედანაც კი, ბიუჯეტში გადაიხადოს. მთავრობა , ისევ სასურველ მედიაში გადაიხდის, რომლებიც ისევ არ გადაიხდიან გადასახადებს და რომლებსაც ისევ ფინანსური ამინისტიები შეეხებათ. დიდი და მცირე მედიისთვის კვლავ იქნება ერთნაირი რეგულაციები და ასე გრძელდება თითქმის 23 წელია.

მაგალითისთვის, სად მიდის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ფული? ცალკეული გამონაკლისის გარდა, ისევ პოლიტიკურ მედიაში, ნაცნობების, მეგობრების, ნათესავების გავლით.  სარეკლამო ბაზარი, ბიზნესი და თითქმის ყველა კომერციული საქმე არის პოლიტიზებული ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით.

რატომ არ ყოფნის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან გადახდილი 50 მილიონი და კიდევ რატომ მიართვეს დესერტად რეკლამები? ბევრი რატომ და ასევე ბევრი იმიტომ, ლოგიკურობისგან დაცლილი არგუმენტებით, ან სულაც, უარგუმენტოდ.

არაფერს ვამბობ, თვითმმართველობებზე, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიების დანამატი და დავალებების შემსრულებელია.

რა არის გამოსავალი?

მედიის სრული თავისუფლება!

რეგულაციებისა და გადასახადების დივერსიფიცირება.

გაათავისუფლეთ არაპოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკური კლიშეებისაგან და ქვეყანაში ელვის სისწრაფით დაიწყება განვითარება.

მოლდოვას ვუზიარებთ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე. იქნებ ჩვენ თვითონ გავიზიაროთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეინარჩუნეს დამოუკიდებელი რეგიონული მედია დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.

ავტორი: ნანი თოშხუა

 

 

თეგები: მედიანანი თოშხუა
გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.   პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
გარდაიცვალა გიული ცხადაძე
მთავარი

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს...

დაწვრილებითDetails

კურსებში დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 
მთავარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა....

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ  646`509 ლარი გამოყო.  NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...

დაწვრილებითDetails

“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში
მთავარი

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 26 წლის სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ტრან­სპორ­ტი მო­ცურ­და...

დაწვრილებითDetails

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

18-19 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

18-19 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი   18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"