პოეტ ნიკა კვესელავას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ნიკა კვესელავა 29 წლის ასაკში 2020 წლის 27 ნოემბერს, თბილისში, თონეში იპოვეს გარდაცვლილი. ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ნიკა კვესელავა 1991 წლის 5 ივლისს ქალაქ რუსთავში დაიბადა. 8 წლის ასაკში ის საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვიდა და სწავლა განაგრძო 23-ე საჯარო სკოლაში. პოეტი ასევე სწავლობდა ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ნიკა კვესელავას შემოქმედებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მასწავლებელს მარი ხვედელიძეს, რომელიც პოეტის პირველი მკითხველი და რედაქტორი იყო.










