ქვეყანაში პირველად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზრდა. მაისის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. ერთი წლის განმავლობაში კი ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა.
კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვე-ჯგუფებზე: ხილი და ყურძენი, რძე, ყველი და კვერცხი, პური და პურპროდუქტები 9.2 პროცენტი. ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).
“ინფლაციის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე ძირითადად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელის ფასების ცვალებადობამ მოხდინა გავლენა. ჯგუფში ფასები დაახლოებით 14-15%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასების ზრდა ხილის ჯგუფზე. წინა წლის პერიოდთან შედარებით 47%-იანი მატებაა. ასევე, ფასები რძის პროდუქტებზე დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. 17%-ით თევზეულზე, 15%-ით კი, შაქარზე და ტკბილეულზე,” – აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე.









