საავიაციო ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც დღეების განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში კორონავირუსს ებრძოდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, ერთ თვეში ვაქცინას გაიკეთებს.
“პირველად გამოვედი გარეთ. რეაბილიტაციაში ვარ და ვემზადები ასაცრელად.
ავიცრები 1 თვეში.
ვირუსთან თანაცხოვრებას ვსწავლობთ.
პანდემიას ამარცხებს “მე” – ზე ფიქრის ნაცვლად – პასუხისმგებლობა, ნებისყოფა და სხვებზე ზრუნვა.
ჩემი დაუდევრობა არ გაიმეოროთ.
გადაარჩინე და გადარჩები.
ვიცრებით”, – წერს თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში.