დღეს დედამიწას ასტეროიდმა ჩაუარა. თითქმის 1.5 – კილომეტრიანი ასტეროიდი, სახელწოდებით 52 78 6, 1998 წელს აღმოაჩინეს. ასტეროიდმა დედამიწას 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა.
NASA-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს სააგენტო თითქმის 20 წელია, აკვირდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ასტეროიდი ამ ეტაპზე პირბადეს ჰგავს მასზე არსებული მტვრის გამო და ისინი ხუმრობენ, რომ მან დედამიწაზე პანდემიის შესახებ შეიტყო.
მეცნიერები განცხადებით, 2078 წლისთვის, აღნიშნული ასტეროიდის ჩავლის მანძილი, წლევანდელთან შედარებით, დაახლოებით 3.5-ჯერ შემცირდება.










