“რაც თავი მახსოვს და კითხვა ვიცი: დედაჩემი წერილებს მწერდა. აი, ისე, როგორც სადღაც ვლადივოსტკოში, ჯარში წასულ შვილებს წერდნენ. ისე, მაგრამ არა ისეთს. იწყებოდა კონკრეტული ამბით – ,,ქათმები შუუშვი საკარიაში’’ და გრძელდებოდა ზოგადით – ,,რამე შუუშვი თავში, ნახე, გივიეს ბაღნები რაფერი მაცადინები არიენ, შენ ბურთს დაზდევ მთელი დღეი და მოგვსპე ცოცხლათ ამ ნაკლეიკების თამაშით’’. ეს წერილები ყველგან იდო, კართან – ,,ფეხზე გეიწმინდე’’, ფანჯარასთან – ,,პაწაზე ღიათაც არ დატიო, წყალი შემუუარს’’ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განა გაბუტული იყო სულ. თუმცა მაინც. მერე აქეთ, ავტობუსის მძღოლს ატანდა უზარმაზრ ეპისტოლეებს. ქაღალდებში გახვეული მჭადი, ყველი და ქათამი ერთობლივი ძალით ნაწერს აზიანებდნენ და წერილი ნამარხში აღმოჩენილ პალიმფსესტს ჰგავდა. მოკლედ, ახლაც იგივე გრძელდება. სადმე საქმეზე მყოფი, ოზურგეთში, სახლში გვიან შევირბენ და მათ შორის აი, ეს წერილი მხვდება აივანზე და შემდეგ უკვე სხვა წერილები მიყვებიან ქვევით საფეხურ-საფეხურ კიბეს. ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია უცებ – წლების და წუთების, სადღაც უკან, ლამფიან და მოღლილ ღუმელიან საღამოების წაკითხვა და მით უფრო გრძელია ეს ერთი ხაზი, მით ღრმა, რაც ცოტანი ვრჩებით. ცოტა რა – სულ ორი – მე და დედაჩემი.”
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა. მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...
მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...
ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...
17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...
17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. საქმეზე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...
მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...