⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება სამშვიდობო ლოცვისათვის
? უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს ყველა ეკლესიაში ამა წლის 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნეს პარაკლისი მშვიდობისათვის.
მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.
ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.
ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს.
⛪ ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
➡️ 26.02.2022