LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჯანსაღი აზროვნება სჭირდება, რომ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სწორად გაიგო”- ნინო წილოსანი

“პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ შესაწყალებელი არაფერი აქვთ”- ნინო წილოსანი

დაპოსტა 2026/01/20-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთხელ იხუმრა – ხომ ჰყავთ მათ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მან შეიწყალოსო – ეს ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – კიდევ ერთი აბსურდი მათ გუშინდელ აგორებულ კამპანიაში ის არის, რომ შეწყალებას ითხოვდნენ პრეზიდენტისგან, რომელსაც, მათივე თქმით, არ აღიარებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პატიმრების შეწყალების აქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ჯერზე არ აღიარებენ ბრალს და საზოგადოება არ არის დაზღვეული, რომ მათი გამოსვლის შემდგომაც ნაკლებად „რადიკალურები“ გახდებიან.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა ყაველაშვილმა 4-5 მოწყალების აქტი გამოსცა და სადღაც 1000-მდე ადამიანი ჰყავს შეწყალებული და არცერთ ჯერზე არ გვინახავს ამ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების მხრიდან ასეთი კამპანიური ხასიათის მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. მეტიც, როცა მათ შეწყალებაზე ისმოდა საკითხი, ვხედავდით როგორი აგრესიულები იყვნენ მათი ოჯახის წევრები და პირიქით ციხიდან აქვეყნებდნენ წერილებს, რომ მათ შეწყალება არ სჭირდებათ. რას უკავშირდებოდა ნათლისღებას ეს აგორებული კამპანია – ერთია, რომ გადაეწურათ იმედები, რომ საკუთარი პატრონები გამოიხსნიან დამნაშავეებს და მეორე – ეს იყო კარგად დაგეგმილი მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში ამ პატიმრების მიმართ სიბრალული უნდა გამოეწვია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ჯერზე არ აღიარებენ ბრალს და არ ვართ გადაზღვეული საზოგადოება, რომ მათი გამოსვლის შემდგომაც ნაკლებად რადიკალურები გახდებიან”, – განაცხადა წილოსანმა.

წილოსანის თქმით, აქციაზე დაკავებული პირები არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს.

„პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთხელ იხუმრა – ხომ ჰყავთ მათ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მან შეიწყალოსო. ეს ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ამიტომ კიდევ ერთი აბსურდი მათ გუშინდელ აგორებულ კამპანიაში ის არის, რომ შეწყალებას ითხოვდნენ პრეზიდენტისგან, რომელსაც მათივე თქმით, არ აღიარებენ”, – აღნიშნა წილოსანმა.

დეპუტატის თქმით, პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან ციხეებთან ლოდინი ხელოვნური და დადგმული პროცესი იყო, რადგან თავად პატიმრები შეწყალებას არ მოითხოვდნენ.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ შესაწყალებელი არაფერი აქვთ, რომ ისინი ეთანხმებიან, რაც ჩაიდინეს. ესე იგი, რომ გამოვლენ, შეიძლება, კიდევ იგივე ჩაიდინონ. ასევე, მათი ოჯახის წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან ამ შეწყალებასთან დაკავშირებით, ამიტომ, ძალიან ხელოვნური და დადგმული იყო [გუშინდელი პროცესი]. არ მგონია, რომ ვინმეში ამ პროცესმა შებრალება გამოიწვია, როცა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები შეწყალებას თავადვე არ მოითხოვენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ამასთან, წილოსანის თქმით, გასაკვირი არ იქნებოდა, რომ აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები რომც შეეწყალებინათ, ეს თავად შეწყალების აქტის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული.

„მზია ამაღლობელის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან გაგვიგია შეწყალების სურვილი? მზია ამაღლობელთან ან ნებისმიერ სხვა პატიმართან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან მზაობა იყოს. არ გაგვიკვირდება რომ რიგ შემთხვევაში, თეორიულადაც რომ ასე წასულიყო პროცესი, როგორც ამბობთ [აქციაზე დაკავებულები რომ შეეწყალებინათ] ეს თავადვე შეწყალების აქტის წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ ამ ადამიანებს. ამიტომ, ყველა რისკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ პირების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად შეიწყალა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი - აღნიშნულის შესახებ შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი  პირი დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრიან კენჭს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება
მთავარი

ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერზეა განთავსებული. ანგარიშს მხარი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 5 მაისს 53...

დაწვრილებითDetails

რას წერს ესპანური გამოცემა ილია თოფურიაზე

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ილია თოფურია საავადმყოფოდან გაწერეს – როგორია მისი მდგომარეობა
მთავარი

ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. Marca წერს, რომ სოციალურ მედიაში ტრავმებისა და შესაძლო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ილია თოფურია თავს კარგად გრძნობს. გამოცემის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი სოხუმი - +27 მზე   ზუგდიდი - + 28 მზე   მესტია - + 18 მზე   ფოთი - +25 მზე,   ბათუმი - +24 მზე,...

დაწვრილებითDetails

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად შეძლებთ. სამუშაო სფეროში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში კი გულწრფელობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.   კურო ფინანსური საკითხები ყურადღების ცენტრში...

დაწვრილებითDetails

“დამეხმარეთ, მკვლელები გვემუქრებიან… ჩემი შვილის მკვლელები” წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დედა

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
“დამეხმარეთ, მკვლელები გვემუქრებიან… ჩემი შვილის მკვლელები” წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დედა
მთავარი

"დამეხმარეთ, მკვლელები გვემუქრებიან... ჩემი შვილის მკვლელები"  -  წერს სოციალურ ქსელში ბათუმის კლინიკაში ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის, ლუკა ჩხიკვიშვილის დედა, ნინო სიხარულიძე   მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ლუკას...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6554 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6554 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6563 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია” ინფორმაციას ავრცელებს და აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს...

დაწვრილებითDetails

კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

კახეთში ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან კონფლიქტის დროს მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა მეზობლებს დახმარება სთხოვა. დაპირისპირებაში მეზობელი ჩაერთო,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"