LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
269
ნახვა
გაზიარება

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” იმერეთის ოთხივე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც პარტიიდან იუწყებიან, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატი ბიზნესმენი დავით შალამბერიძე იქნება.

„დავით შალამბერიძეს ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ზესტაფონში აქვს გატარებული და არის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დავითი წლების მანძილზე საკალათბურთო კლუბ „სპარტაკის” წევრი იყო, სპორტული კარიერის შემდგომ კი სწავლა პეტერბურგში ენგელსის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო. დღეს, დავით შალამბერიძე წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც ემსახურება არაერთ კეთილ საქმეს. მან ასეულობით ოჯახს გაუწია დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციების, სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსების კუთხით. ამასთანავე, დავით შალამბერიძე აქტიურად ეხმარება ქართველ სტუდენტებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მათ არ უწევდეთ უნივერსიტეტებში სწავლის შეწყვეტა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში მაჟორიტარობისათვის მედიკოსი ნინო ბრეგვაძე იბრძოლებს.

„მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბრეგვაძე წარმოშობით ჭიათურიდანაა. მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად, ნინო ბრეგვაძე გახლავთ კოალიციური არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავლის საქართველო” დამფუძნებელი, რომელშიც საქართველოს 7 რეგიონის მასშტაბით 1700 წევრია გაერთიანებული და რომლის შემადგენლობაშიც შედის აფხაზური და ოსური ორგანიზაციები. ნინო ბრეგვაძის ძალისხმევითა და თანადგომით არაერთმა ოჯახმა მოიპოვა სოციალური სტატუსი, ქირურგიული ოპერაციებისა და მედიკამეტების დაფინანსება. 40 ეკომიგრანტისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემაც მის სახელს უკავშირდება. ნინო ბრეგვაძე დღესაც უანგაროდ მუშაობს მოხუცთა თავშესაფარში„იმედის ექო”, რომელშიც 45 მოხუცებული ცხოვრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სამტრედიის, საჩხერის, ვანისა და ხონის ოლქში პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ჩიქოვანი იქნება.

„სამტრედიის, საჩხერის, ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარის მანდატისათვის იბრძოლებს მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩიქოვანი. კანდიდატი სამტრედიაში, ექიმების ოჯახში დაიბადა. ალექსანდრეს მამა – თემურ ჩიქოვანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა იმერეთის რეგიონს. თავად ალექსანდრე ჩიქოვანმა განათლებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, სწავლის დასრულების შემდგომ კი მოღვაწეობდა მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში. ალექსანდრე ჩიქოვანი აქტიურად მონაწილეობდა სოციალური დახმარების პროექტებში. შემდგომ მან სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ ნაციონალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ,,უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში” ორგანიზების მართვის დარგში. ალექსანდრე ჩიქოვანი მედიცინისა და ბიზნესის მართვის მიმართულებებით მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ესპანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიამ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი წარადგინა.

„თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის საზოგადოებისათვის ცნობილი, გამორჩეული ხელოვანია, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაიცავს როგორც ქუთაისელების, ასევე ქვეყნის მასშტაბით კულტურის მოღვაწეთა ინტერესებს. დღეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილისსახელობის დრამატულ თეატრს. თორნიკე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით დადგმულმა სპექტაკლებმა არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მის სახელს უკავშირდება როგორც ქუთაისში, ასევე ხონის, ვანის, წყალტუბოსა და იმერეთის მასშტაბით მოქმედ თეატრალურ სცენებზე დადგმული წარმოდგენები. თეატრალური მოღვაწეობის პარალელურად, 2007-2010 წლებში, თორნიკე მარჯანიშვილი იყო ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი (უპარტიო) მაჟორიტარი დეპუტატი”, – ნათქვამია ინფორმაციში.

მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა, გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ და თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად თავაძემ წარადგინეს.

პარტიის თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” მთავარი პრინციპია, საზოგადოებას შესთავაზოს ღირსეული, განათლებული კანდიდატები, ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ და იქნებიან მათი ღირსეული წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.

თეგები: თორნიკე მარჯანიშვილი
გაზიარება108

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ახალგაზრდა გოგო მე6 სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ტელეკომპანია მეგა tv ის ინფორმაციით ქუთაისში , ბუკიას ქუჩაზე ცხრასართულიანი ბინის მე6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა. როგორც წყარო გვიყვება გოგონა მანქანას დაეცა და სასწრაფო დახმარებამ სავადმყოფოში გადაიყვანა . "...

დაწვრილებითDetails

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 10, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ და ენერგიულ განწყობაზე დაგაყენებთ. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც აქამდე გადადებული გქონდათ. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ. კურო...

დაწვრილებითDetails

ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა – მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა – მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
მთავარი

უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც გამოძების თანახმად, ყოფილ ცოლს, 34 წლის თათია ლომინაძეს  ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლად დაწვა. შემზარავი ფაქტი კასპში 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. თათია...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

„კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი – აშშ-ს წარმომადგენელი პალატა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი. კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა
მთავარი

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. "ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში! კერძოდ ე.წ. სამტრედიის ხიდთან...მადლობა უფალს ყველანი კარგად არიან, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა
მთავარი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 7 ივ­ნისს გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ქუთაისელია ბე­ბია მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს კვლავ ეჩხუ­ბე­ბა და ბავ­შვი კი ტირის. ეს სწო­რედ ის ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვი­ლიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ შუადღისას მოხდა. "აქილევსის ქუსლი - ,,შრომითი უსაფრთხოება”წლების წინ ჩემს მიერ გაშუქებული არაერთი ფატალური შემთხვევა დამიდგა თვალწინ…ქუთაისი 08.06.2026კიდევ ერთი...

დაწვრილებითDetails

“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ. მეგა tv-ის ინფორმაციით 8 ივნისს საბა ელიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეგა ტვ- ი იზიარებს ოჯახისა და ახლობლების დიდ მწუხარებას. ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:   რაც უფრო ბევრს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"