პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კვლავ 83 ხმით მიიღო. კენჭისყრას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მამუკა მდინარაძემ „სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა“.










