LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის უფუნქციო პარლამენტის შენობის დაცვა თითქმის ნახევარი მილიონი დაჯდა

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა

დაპოსტა 2020/10/07-ში
A A
299
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელის დროსაც საქართველოს პარლამენტის წევრების 2018-2019 წლების საწვავის ხარჯები შეისწავლეს.

“2019 წლიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან სრულად თბილისში გადმოვიდა. პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება დასახელდა, რაც დაკავშირებული იყო ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებასთან. მათ შორის, აქტიურად განიხილებოდა ქუთაისის პარლამენტის შენობის დედაქალაქთან სიშორე, რაც პარლამენტარების ავტომობილით  გადაადგილებისას როგორც დროით, ასევე მატერიალურ რესურსს მოითხოვდა.

კვლევის ფარგლებში, IDFI-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა 2018-2020 წლებში საქართველო პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის და გავლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაცია. კვლევის პერიოდი, ასევე ემთხვევა კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს, როდესაც დაწესებული იყო კომენდანტის საათი და მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო ავტომობილებით გადაადგილება.

საქართველოს პარლამენტიდან სრულყოფილად მოწოდებულმა ინფორმაციამ IDFI-ს საშუალება მისცა შეესწავლა 2018-2020 წლებში პარლამენტარების მიერ საწვავის მოხმარების და დაფარული მანძილის მონაცემები. ამასთან, კვლევის ფარგლებში გაანალიზდა პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის ცვლილების, საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადაადგილების დაწესებული შეზღუდვების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გავლენა მსგავს ხარჯებზე.

ძირითადი მიგნებები

– პარლამენტის ბალანსზე რიცხული 98 ავტომობილიდან 50 განპიროვნებულია პარლამენტის წევრებზე, რომელთა შორის ჭარბობს 2015 წელს შესყიდული TOYOTA CAMRY-ის მოდელის ავტომობილები.

– 2019 წელს (პარლამენტის ქუთაისიდან  თბილისში გადმოსვლის შემდეგ),  წინა წელთან შედარებით, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა.

– 2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა.

– 2019 წელს 15 დეპუტატის შემთხვევაში, დაფარული მანძილი აღემატება 50 ათას კილომეტრს. მათ შორის ყველაზე დიდი მანძილი დაფარეს – დიმიტრი ხუნდაძე – 59,946 კილომეტრი, გიორგი ბეგაძე – 57,415 კილომეტრი, ზაზა გაბუნია  – 56,420 კილომეტრი, ილია ნაკაშიძე – 55,966 კილომეტრი.

– 2019 წელს საქართველოს პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ფარავდნენ 41,775 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 48,544 კილომეტრს.

– პარლამენტარების  მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.

– 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის პერიოდი),  წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით (14 ათასი ლიტრით) შემცირდა.

– საგანგებო მდგომარეობის  პერიოდში (აპრილი-მაისი)  ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დიმიტრი ხუნდაძემ (1,128 ლიტრი), გიორგი წერეთელმა (1,119 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (1,073 ლიტრი),  მარიამ ჯაშმა (1024 ლიტრი) და რატი იონათამიშვილმა (955 ლიტრი).

– საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძე,  გიორგი წერეთელი, გოჩა ენუქიძე, ირმა ინაშვილი, რატი იონათამიშვილი)  საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე  წინა წლის იგივე თვეებში.

დასკვნა

ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ნებისმიერი ხელისუფლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაციონალური განკარგვა, რადგან სახელმწიფო ავტოპარკის პერიოდული განახლება და შენახვა მნიშვნელოვან დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პარლამენტარების მიერ არაერთხელ გაჟღერებულა სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის რეფორმის აუცილებლობის საკითხი. მიუხედავად ამისა,  წინამდებარე კვლევაში პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილების მაგალითზე წარმოდგენილი ანალიზი,  მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მზაობასა და   გულწრფელ დამოკიდებულებაზე სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის რეფორმასთან  დაკავშირებით.

კერძოდ,  კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის გავლენაზე საწვავის ხარჯებზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში საეჭვოდ მაღალი აქტიურობა, ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ავტოპარკში რიცხული ავტომობილების განკარგვის ხარჯთ-ეფექტურობასა და მიზნობრიობას. ამასთან, ანალიზის შედეგად, თვალსაჩინო გახდა პარლამენტარების საზღვარგარეთ  მივლინებაში ყოფნის პერიოდში ავტომობილების განკარგვის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების საჭიროებაც.

საქართველოს პარლამენტის ბალანსზე რიცხული ერთი ჰიბრიდული ავტომობილის მაგალითზეც, თვალსაჩინოა მსგავსი ავტომობილების უპირატესობა მათი ეკონომიურობის  თვალსაზრისით. კერძოდ, სხვა ნებისმიერი პარლამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილის   საშუალო წვის მაჩვენებელი მინიმუმ ორჯერ აღემატება ჰიბრიდული ავტომობილის მაჩვენებელს. შესაბამისად, პარლამენტის ავტოპარკის განახლებისას მიზანშეწონილია მსგავსი  გარემოების გათვალისწინება და არჩევანის ეკონომიურ და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე გაკეთება.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ინსტიტუტის კვლევებში სახელმწიფო ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი და არსებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება.” – ნათქვამია კვლევაში.

გაზიარება120

დაკავშირებული -პოსტები

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
მსოფლიოს სანაპირო ქალაქებს გაქრობა ემუქრება
მთავარი

ფტერის სანაპირო, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კეფალონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, 2026 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო სანაპიროების სიაში მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპაში - პირველი. ფტერიმ თავისი ხელუხლებელი იერსახე იზოლირებული მდებარეობის წყალობით შეინარჩუნა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"