პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დეპუტატებთან ერთად გორის რაიონის სოფელ გუგტიანთკარში ჩავიდა.
მან ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა მოაწყო და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.
“საოკუპაციო ხაზი ქვეყნის ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და თრგუნავს იმ რესურსს, რაც აქაურ მოსახლეობას აქვს”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.










