პარკში უკანონოდ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ხელს უშლის პარკის სამომავლო განვითარებას – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”ს მიერ ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის შესახებ, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოთხოვოლი, საჯარო ინფორმაციის პასუხად მიღებულ წერილშია ნათქვამი.
“ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე კონტრაქტორი კომპანიის მიერ მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. პარკში უკანონოდ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ხელს უშლის პარკის სამომავლო განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, დავის დასრულების შემდგომ
დაიწყება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.” – ნათქვამია მუნიცპალური განვითარების ფონდის მიერ “მეგა ტვ”-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
მუნიციპალური განვითარების მიერ “მეგა ტვ”-სთვის მოწერილ წერილში აღნიშნულ ოკანონო შენობაში ნაგულისხმებია ცენტრალურ ბულვარში მდება კაფე “სავანე”, რომელის მეპატრონეებსაც ქუთაისის მერიასთან რამდენიმე წლიანი სასამართლო დავა აქვთ.
როგორც ცნობილია, ქუთაისის მერიამ ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანე” შესაძლოა, დაანგრიოს. სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 16 ნოემბერს გამოიტანს.
როგორც “სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ კაფეს დანაშაულებრივი გზით მიტაცებას ცდილობს ქალაქის მერია და იქ ჩამაგრებული კრიმინალების ბანდა. “სავანეს” შესანარჩუნებლად, რომელიც ცენტრალურ ბულვარში უკვე თითქმის 30 წელია დგას, არაერთი აქცია იმართება. ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა, 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა, რის გამოც “სავანის“ მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს.
რაც შეეხება ბულვარის რეაბილიტაციას, რომლის დაწყებასაც, როგორც წერილშია აღნიშნული, უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობა უშლის ხელს, ტენდერი NAT220025121 მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა გასულ წელს გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება შპს “დაგმა” აიღო.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით “დაგს” ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების (დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამის საფუძველზე, სამუშაოების განხორციელება ევალება. აღნიშნულისთვის 14 მილიონ 850 000 ლარია გამოყოფილი, საიდან 8 მილიონი, თანხის 55% უკვე გახარჯულია.










