პარიზში, შეიარაღებულმა პირმა საიუველირო მაღაზია Chaumet-ი გაძარცვა და 2-3 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასი ქვები წაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის ცენტრში, შანზ-ელიზეს გამზირთან მდებარე ერთ-ერთ უძველეს საიუველირო ბრენდის მაღაზიაში უცნობი პირი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეიჭრა. მძარცველი შეიარაღებული იყო.
შეჭრის შემდეგ, ის მაღაზიის თანამშრომლებს იარაღით დაემუქრა და ძვირფასეულობა და ძვირფასი ქვები წაიღო.
პოლიციამ გამოძიება ძარცვის ფაქტზე დაიწყო.