პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
Reuters-ის ცნობით, 62 წლის სოციალისტმა იდალგომ ამის შესახებ ნორმანდიის ქალაქ რუანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წელს არის დაგეგმილი.
იდალგო პირველი ქალი იყო, რომელმაც 2014 წელს საფრანგეთის დედაქალაქის მერობისთვის იყარა კენჭი.