გომელაურის გამოსვლის დროს, პაპუაშვილმა სამადაშვილი პლენარული სხდომიდან გააძევა . ინტერპელაციაზე გომელაური ოპოზიციასა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა. პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინა, თინა ბოკუჩავა კი გააფრთხილა.
78 მიკროავტობუსის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ 78 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის (მიკროავტობუსის) შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში ინტერესი არცერთ კომპანიას არ გამოუხატავს. 78...










