ჯგუფი “პანიკა” 2016 წელს შეიქმნა.
მიმდინარეობა პოპ-პანკი.
ჯგუფის წევრები ვოკალი/გიტარა კონსტანტინე ანთელავა,ნიკა ნატროშვილი ბასი, თორნიკე ჭავჭანიძე დასარტყამი ინსტრუმენტი.
როგორც კონსტანტინე ანთელავა ჩვენთან საუაბრში აღნიშნავს, მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ თუ რატომ უწოდეს ჯგუფს “პანიკა”. ჯგუფი ამ ეტაპზე მეორე ალბომზე მუშაობს, ამიტომ ლაივებისთვის დრო მეტნაკლებად რჩებათ.
“პანიკა” -ს პირად აქტივზე უკვე ირიცხება 1 ალბომი და იმედოვნებენ რომ რიგით მე-2 ალბომი დღის სინათლეს გაზაფხულის ბოლომდე იხილავს. ჯგუფის ინტერესში ამ ეტაპზე არ შედის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. რამეთუ მათივე სურვილია პირველ რიგში საქართველოს მასშტაბით ჰყავდეთ მეტი მსმენელი. “პანიკა” -ს სურს კვალი დატოვოს: ”მართალია ეს რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ , რაღაცას გამოვკრავთ ხელს” – განაცხადა კონსტანტინემ ჩვენთან საუბრისას.
22 თებერვალს “პანიკა” ქუთაისს ეწვევა.