LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პანდემიის ფონზე, გვირილობის ტრადიცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს – ზვიად შალამბერიძე

დაპოსტა 2020/05/02-ში
73
ნახვა
გაზიარება

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ქუთაისელებს ორმაისობას ულოცავს. როგორც ზვიად შალამბერიძე აცხადებს, დისტანციისა და აუცილებელი იზოლაციის პირობების გამო, ბოლო ათწლეულის მანძილზე, ორმაისობა წელს პირველად ჩაივლის იმერული კოლორიტის, ქართული ფოლკლორის, გამოფენების, ყვავილების ბაზრობებისა და თეატრალური მსვლელობების გარეშე.

„ქუთაისისთვის ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულია. მისი ისტორიით, მნიშვნელობით, შინაარსით და სანახაობების მრავალფეროვნებით. ადამიანებით, რომლებიც წლიდან წლამდე, ქალაქის ამ დიდ ზეიმს ერთმანეთის გულწრფელი სიყვარულით ელიან. ჩვენ წელს ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი და სამზადისი გვქონდა. ტრადიციის პატივისცემით და ბევრი ახალი საქმით, ახალი სახეებით, საპატიო სტუმრებით და მასპინძლებით, ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო და სასურველი. ორმაისობის ყველაზე კოლორიტული ნაწილი „გვირილობა“ იდეაში სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის და ქველმოქმედების სურვილით გაჩნდა და მისი მიზანი ყველაზე კეთილშობილი იყო: ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარება. ისტორია ყველა ქუთაისელმა იცის, საუკუნის წინ როგორ აგროვებდნენ ამ ქალაქის ულამაზესი ქალები გიმნაზისტ გოგონებთან ერთად შესაწირს და როგორ უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც ჭლექით დაავადებულთათვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა. ორმაისობა სიკეთის დღეა და მასთან ერთად, ერთგვარად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის დღეც. დღეს, პანდემიის ფონზე, როცა ადამიანებს ერთმანეთისგან მეტი გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ, გვირილობის ტრადიცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დისტანციის და აუცილებელი იზოლაციის პირობებში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, პირველი ორმაისობა ჩაივლის იმერული კოლორიტის, ქართული ფოლკლორის და გასტრონომიის, გამოფენების, ყვავილების ბაზრობების, თეთრწინსაფრიანი გოგონების, ფაიტონის და თეატრალური მსვლელობების გარეშე. მაგრამ ყველა ქუთაისელი, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობით იცავს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მოწოდებას, სწორედ სახლიდან მიულოცავს მის ქალაქს ყველაზე მშობლიურ დღესასწაულს. ზუსტად მაშინ, როცა ყველა ტაძრიდან, ტრადიციული ზარების რეკვით, ქუთაისის კურთხევაც აღევლინება. გილოცავთ და მჯერა, კიდევ ბევრ ორმაისობას ვიზეიმებთ ამ ისტორიულ ქალაქში ღირსეული ქუთაისელების პატივგებით და თქვენი განსაკუთრებული ნიჭიერებით!“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

რას ამბობს ირაკლი კობახიძე „ხუდონჰესის“ პროექტთან დაკავშირებით

იანვარი 26, 2026
0
ეკონომიკა

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისთვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის,...

დაწვრილებითDetails

ფასების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება – ირაკლი კობახიძე

იანვარი 26, 2026
2
მთავარი

არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს - მაქსიმალურად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა , - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი – პროკურატურამ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 26, 2026
52
მთავარი

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

“მოვიდა დილით, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, სავარძელზე დატოვა წერილი” – რა ხდება სუს-თან

იანვარი 26, 2026
627
მთავარი

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით...

დაწვრილებითDetails

არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

იანვარი 26, 2026
233
მთავარი

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები.

დაწვრილებითDetails

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

იანვარი 26, 2026
33
მთავარი

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“მიუღწეველი არაფერი არ არის… უნდა დაწესდეს ყველა მედიკამენტზე არა უმეტეს საშუალო ევროპული ფასი”-ზაზა ლომინაძე

იანვარი 26, 2026
51
მთავარი

მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების შემდეგ, მწარმოებლები და ფარმაცევტული ფირმები - პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები დღეიდან განახლდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მომუშავე საკოორდინაციო კომისია რამდენიმე საათში შეიკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობაში...

დაწვრილებითDetails

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 26, 2026
460
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და აქტიურია. კარგი დროა ახალი იდეების დასაწყებად, თუმცა მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. ემოციურად კი სტაბილურობას იგრძნობთ და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიხალისებთ.   ტყუპები...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

იანვარი 26, 2026
568
ამინდი

26 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16...

დაწვრილებითDetails

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
101
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».