პაკისტანში იძებნება ექიმი, რომელმაც ორსულ ქალს თავში ჩაქუჩით ლურსმანი დააჭედა.
სამი თვის ფეხმძიმე ქალი ამბობს, რომ ექიმბაშმა თავში ლურსმნის ჩაჭედებით მას “ბიჭის გაჩენის” გარანტია მისცა. მისივე თქმით, ამ პრაქტიკის გამოყენება, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკუთარი ქმარი დაემუქრა, რომ თუკი მეოთხე შვილიც გოგო იქნებოდა, მიატოვებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორსულმა ქალმა ამ პრაქტიკის შესახებ მეზობლისგან შეიტყო.
თავდაპირველად ქალმა ლურსმნის ამოღება საკუთარი ძალებით სცადა, უშედეგო მცდელობის შემდეგ კი კლინიკაში მივიდა. პაკისტანის პოლიციამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.










