აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც CNN-ი წერს, ის მამამ ავტომობილში 5 საათის განმავლობაში დატოვა.
პოლიციის ინფორმაციით, 19 წლის კაცმა შვილი ეზოში, ავტომობილში, განზრახ დატოვა, რადგან არ უნდოდა, სახლში ყოფნისას, მისთვის ხელი შეეშალა.
იმ დროის განმავლობაში, როცა ბავშვი ავტომობილში იყო, ტემპერატურა 31 გრადუსს აღწევდა.









