ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ბოჭორიშვილი ერთდროულად გახდა ორი გაცვლითი პროგრამისა და ერთი ამერიკული უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის გამარჯვებული.
,, ოცნებები ხდება! მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გავხდი ორი გაცვლითი პროგრამისა და ერთი ამერიკული უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის გამარჯვებული ??
• ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის- FLEX-ის ფინალისტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ მოსწავლეებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში, რათა მოხდეს აშშ-სა და საქართველოს შორის კულტურისა და ფასეულობების წარმატებულად გაცვლა. დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს ელჩი აშშ-ში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში!
• ასევე დიდი პატივი მაქვს ვიყო ბენ ფრანკლინის სახელობის პროგრამის გამარჯვებული და ის ერთადერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც “აშშ-ის საელჩოს საქართველო”-ს წარმოდგენილი ეყოლება ამერიკაში ოთხი კვირის განმავლობაში ინდიანას შტატში.
• გავიმარჯვე Yale University-ის(ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის) საზაფხულო პროგრამაში და მოვიპოვე 97%-იანი დაფინანსება. მიხარია მსგავს კონკურენტიან პროგრამაში, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდება ჩემი დამსახურებით!
მადლობა იმათ ვინც დიდი წვლილი შეიტანა და შრომა ჩადო, რომ საკუთარი ადგილი მეპოვა:
დიდი მადლობა ჩემს ოჯახსა და საახლობლო წრეს მხარდაჭერისა და მოტივაციისაათვის!,, – წერს ის ფეისბუქ გვერდზე