“სტრატეგია აღმაშენებლის” ხონის რაიონულ ოფისთან უცნობმა პირებმა გიორგი ვაშაძის ბანერი დააზიანეს. გია თევდორაძე მომხდარში ქართული ოცნების აქტივისტებს ადანაშაულებს. მისი განმარტებით ქართული ოცნება აგებს და ცივილური მეთოდების სანაცვლოდ გამარჯვებისათვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ მოკვლევა სსკ 187 ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. ქართულ ოცნებაში ბრალდებებს უარყოფენ როგორც მეგა ტვ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა მზგავს ფაქტს ადგილი არ ქონია: „გივი ჭიჭინაძე ის ღირსეული ადამიანია, რომლისთვისაც ასეთი პოლიტიკური თამაში მიუღებელია. ვინ არინ, რა პარტიია რომ კონკურენტად აღვიქვამდეთ“-განაცხადეს ოფისში.
” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი
ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...









